თბილისური მოდა

ყველა ქალაქს თავისი მოდა აქვს.თბილისი გამონაკლისი არ არის! ხშირად ტანსაცმლის ფერი ადამიანის ხასიათს გამოხატავს, ხოლო სტილი – ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს. თბილისური მოდის ტენდენცია ძალიან ერთგვაროვანია, თბილისში ფერთა შუალედური ტენდენცია პრაქტიკულად არ არსებობს. ერთი ნაწილი თუ მთელს სტილს – ჩანთას, ფეხსაცმელს, მაისურსა და აქსესუარებს ერთ, მუქ ტონალობაში წყვეტს, მეორე ნაწილი, საკუთარ სტილს თამამად უხამებს ცისარტყელის ყველა ფერს და არაჩვეულებრივი კონტრასტი გამოჰყავს. უცხოეთს რომ შევადაროთ საქართველოს მოდის მდგომარეობა, ისინი არ ერიდებიან სამოსში თამამად გამოიყენონ ყვითელი, ჭრელი, ღია ცისფერი, წითელი შეუხამონ სხვა ფერებს. თბილისელები კი ფერად ტანისამოსს მუქ ან უბრალოდ ღია, თეთრ ფერს არჩევენ.

                                      Tbilisi Street Style



No comments:

Post a Comment