მოდა მეორდება – მერლინ მონრო…

ამბობენ მოდა წრეზე ტრიალებს, ხან 70-იანი წლების მოდა გახდება მოდური ჩვენს დროში ხან სულ ახალი რაღაცეები შემოდის მოდაში. გასული საუკუნის ყველასთვის ცნობილი ქერა თმიანი ლამაზმანი მერლინ მონრო არა მხოლოდ მისი სექსუალური გარეგნობითა და სხეულით, არამედ ამ სხეულზე მორგებული დახვეწილი და სახასიათო სამოსით ხიბლავდა თაყვანისმცემლებს. მერლინის სამოსის ძირითადი შეფასება ასეთია – ბუნებრივი და მოხდენილი. თანამედროვე ეპოქაში აღარავის უკვრის, რომ მოდა მეორდება. წლევნდელი წლის ერთ-ერთი ძირითადი მოდური ტენდენციაც ხომ 50იანების, 60იანების და 70იანების სამოსით შთაგონებული ლუქებია. მერლინის სტილი კი განსაკუთრებით სექსუალური ქერათმიანების მახასიათებელია. წითელი ტუჩსაცხი, ტალღოვანი ქერა თმა, მაღალწელიანი ქვედაბოლო, ღია ფერის ბლუზი და საშვალე ქუსლის ფეხსაცმელი – ეს ხომ ყველაზე მარტივი შთაგონებაა რომლის გამეორებაც, ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით. მერლინის დანარჩენი ლუქებიც ასევე მარტივია.

No comments:

Post a Comment