მაღალი მოდა

უცხო სიტყვათა ლექსილონში მოდა ასეა განმარტებული, იგი ფრანგული სიტყვაა და გარკვეულ საზოგადოებრივ წრეებში მოკლე ხნით გაბატონებული გემოვნებით ჩაცმა-დახურვისა და ყოფა-ცხოვრების სხვა გარეგნულ ფორმებს გამოხატავს. მოდა-წარმოადგენს დროის გარკვეულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას, საგნების შექმნის, ტარებისა და გამოყენების აუცილებლობას დროის რაღაც მონაკვეთში. ასეთი ტენდენცია, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით იცვლება,ამტომ მოდა იმ დროის წყობილრბის და იდეების გამოხატულებაა, რომელშიც ის იქმნება. მოდა დროს ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს. ერთ დროს ჩვეულებრივი ტანსაცმელი ჩვენს თანამედროვეს სასაცილოდ ეჩვენება, რისი ჩაცმაც ადრე სირცხვილი იყო, თანდათან მოდაში შემოდის და ყველასთვის მისაღები ხდება. იტალიის წვლილი მოდის ისტორიის განვითარებაში ძალიან დიდია. მე-8-ე საუკუნიდან მოყოლებული ვენეციასა და ფლორენციაში უკვე ძვირფას აბრეშუმს ამზადებდნენ. მილანში კი ხავერდის წარმოება ვითარდებოდა. მაშინ მოდის ცენტრად ის ქალაქი მიიჩნეოდა, სადაც ძვირფასი ქსოვილები იწარმოებოდა. თუმცა მოგვიანებით მოდის ეპოქის განვითარება საფრანგეთში გაგრძელდა. მაღალი მოდის ნამდვილი მამა ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი იყო. 1858 წალს საკუთარი სახელოსნო გასნა, ბიზნესში ცოლი-მარი ვერნეტი ეხმარებოდა. იგი ცნობილია როგორც მსოფლიოში პირველი მანეკენი. ვორტმა მალე გაითქვა სახელი და საფრანგეთის საიმპერატორო კარის მთავარ დიზაინერად იქცა. 1868 წელს ვორტმა დაარსა პირველი სინდიკატი-„ მაღალი მოდის სახლების პალატა“- რომელიც დგემდე არსებობს. რაც შეეხება მაღალ მოდას, ის მაღალი ხარისხის სამკერვალო ხელოვნებაა. ეს არის წამყვანი მოდის სახლების შემოქმედება, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს მოდის თანამედროვე ტენდენციებს კარნახობს. ამ ტიპის უნიკალური მოდელები იქმნება, სახელგანთქმულ სალონებში მომხმარებლის დაკვეთით. როცა მაღალ მოდაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს: კოკო შანელი, ქრისტიან დიორი, გუჩიო გუჩი, ჯორჯო არმანი, ჯანი და დონატელა ვერსაჩეები და სხვა უამრავი, ვინც დიდი წვლილი შეიტანა და დღემდე შეაქვს მაღალი მოდის სამყაროში. მათში არ შემიძლოა არ გამოვყო ქალი, რომელმაც მე-20-ე საუკუნის დასაწყისში უდიდესი გადატრიალება მოახდინა ამ სამყაროში,იგი გაბრიელ ბონეერ ჩესნელია, ჩვენთვის კარგად ცნობილი კოკო შანელი. 1916 წელს კოკომ საფუძველი ჩაუყარა მოდის ახალ ტენდენციებს, კერძოდ: მუხლამდე ქვედაბოლოებს, ფართე, თავისუფალ ზედებს და მოკლე ვარცხნილობებს. 1920 წელს მან შეკერა განთქმული „პატარა შავი“-შავი კაბა, რომელიც იყო კლასიკური და ელეგანტურიც. 1923 წელს შექმნა სუნამო „შანელი 5“. ეს სუნამო იყო პირევლი, რომელსაც არ ჰქონდა ყვავილების სუნი. ქალები პაბტალონებითა და ტუნიკებით გადიოდნენ ზღვის სანაპიროზე, სანამ კოკომ თამამი ნაბიჯი არ გადადგა და ქალებს საცურაო კოსტუმები არ შეუქმნა, რაც იმ დროისთვის რა თქმა უნდა სკანდალის მიზეზი გახდა. შანელი წერდა: „მე გავანთავისუფლე ქალები კორსეთებისგან“. შანელმა 1924 წელს საგრანგეთში მოდის სახლი დააარსა. მოდაზე თავისი ექსტრაორდინარული გავლენის წყალობით, შანელი ერთადერთია ამ სფეროდან ვინც ჟურნალ Times-ის მე-20-ე საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში მოხვდა. თანამედროვე მოდა კი ძალზედ თამამი, ქალური და რომანტიკულია. წელს სიჭრელეა მოდაში: კაბა პერანგები, ორეულები, ტოპები და ჟაკეტები ორიგინალური ჭრილებით, კაბები და მოკლე შორტები, დავარდნილი სწორხაზოვანი აბრეშუმის შარვლები, საყელოიანი და წვრილკანტიანი ბლუზები, მაღალი ქუსლები თუ sაუცილებელია, წელს მაკიაჟიც ძალიან ჭრელია. მოდაშია გლამური, ფოჩები, ბუმბულები,ბზინვარება, ყველაფერი რაც მე-20-ე საუკუნის 20-იანი წლების მშფოთვარე ეპოქას უკავშირდება.

No comments:

Post a Comment