მოდა ცვლილების კულტურაა

მოდა ცვლილების კულტურაა. დღეს ჩვენ იუმორით ვუყურებთ, შუასაუკუნეების სამოსს რომელიც მაშინ სრულიად სერიოზული, არისტოკრატიული ფენის დახვეწილ სტილს წარმოადგენდა., დღეს კი იგი მიუღებელია ნებისმიერი თანამედროვე ადამიანისათვის.
40იან წლებში არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ ყველაზე მოდურ სამოსად სამხედრო უნიფორმა ითვლებოდა, ეს იმ დროსათვის ყველაზე აქტუალურ თემას წაროადგენდა. ომი დასრულდა 1945 წელს, რის შემდეგაც პარიზის მთავარ პრობლემას სიღარიბე წარმოადგენდა. 1947 წლის 12 თებერვალი მსოფლიო მოდის ღირსშესანისნაობის დღედ შეიძლება ჩაითვალოს,რადგან ამ დღეს შედგა დიორის პირველი კოლექციის ჩვენება. ამ პერიოდში დიორმა მოახდინა მოდის გამოფხიზლება, მან ხაზი გაუსვა თავის სამოსში ქალის მხრებს, წელს, შექმნა ფრანგული ფართო ქუდები. და სათავე დაუდო ნამდვილ ფრანგულ 40იანების მოდას. დიორმა შექმნა ქალი ბალერინას იმიჯი. მან დაარსა "მოდის იმპერია" და მისაღები გახადა ახალი ხედვა.
60იან წლებში ჩამოყალიბდა მართლაც რომ ინოვაციური მოდა. ქალები იმოსებოდნენ მუხლს ქვემოთ კაბებით, იყო შემორჩენილი 50იანების ელემენტები, პოპულარობით სარგებლობდა ქამრები. ამ პერიოში შეიქმნა ე. წ. "მყიფე ქალი". ატარებდნენ დაბალქუსლიან ფეხსაცმელს, ჩექმის სიმაღლე თანდათან იზრდებოდა, და საბოლოოდ მუხლამდეც მივიდა. შემოვიდა მინი კაბები რაც სამოცდაათიან წლებში საბოლოოდ დამკვიდრდა. პოპულარული იყო ქლიავის, რძის და მდოგვისფერი. აქტიურად იყენებდნენ ნაქსოვ სამოსს, შავ აქსესუარებს, შავი პოლოს სვიტრებს, როლინგებს. სამოცდაათიან წლებში პოპულარული იყო მინი, მაქსი და მიდი კაბები, იცვამდნენ მოკლე შორტებსაც. ცდილობდნენ მოერგოთ ყოველივე ეგზოტიკური და უჩვეულო. ისინი იცვამდნენ მინიკაბებს და ამას მაქსიმალური თავისუფლებით ხსნიდნენ, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამ ყველაფერს უარყოფითად აფასებდა და აღნიშნავდა, რომ მინი კაბა უწევა ქალები ექსპლუატაციას და სულაც არ
ათავისუფლებს მათ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოდაში შემოვიდა მოტივები გლეხებისა და ფერმერების სამოსით. პოპულარობა მოიპოვა ჩანთებმა, ბამბის ბლუზებმა, წელში გამოყვანილმა ჟაკეტებმა.

No comments:

Post a Comment